დღეს, 16 თებერვალს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N7, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.52%, მაქსიმალური 6.54%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.53%-ით განისაზღვრა.