დღეს, 16 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იერუსალიმში გაემგზავრება.
პატრიარქი ისრაელში, ჩარტერული რეისით, თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 18:00 საათზე გაფრინდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, უწმინდესის ვიზიტი ისრაელში არაოფიციალურია და იქ ჩასვლის სურვილი თავად გამოთქვა. იგეგმება ილია მეორის შეხვედრა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, უნეტარეს თეოფილე III-სთან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ისრაელში სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება. ილია მეორე იერუსალიმში ბოლოს 2000 წელს, აღდგომას ცეცხლის გადმოსვლის დროს ბრძანდებოდა.