თბილისის მოსახლეობა ყველაზე არასამართლიან კომუნალურ გადასახადად დასუფთავების გადასახადს მიიჩნევს. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისა" და საკონსულტაციო ჯგუფ GCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
თბილისელი რესპოდენტების 8 % აღნიშნავს, რომ კომუნალური გადასახადების ღირებულება სამართლიანია და მისაღებია. 74%-ის აზრით, კომუნალური გადასახადები "გაბერილია", ხოლო რესპოდენტების 18 % თავს იკავებს საკუთარი აზრის გამოთქმისგან.
კომუნალურ გადასახადებს შორის გამოკითხულთა 72 % ყველაზე არასამართლიანად დასუფთავების გადასახადს მიიჩნევს. 13 % - წყლის გადასახადს, 8 % - ბუნებრივი აირის გადასახადს, 7% - ელეტროენერგიის გადასახადს.
გამოკითხვაში, რომელიც 1-6 თებერვალს ჩატარდა, მონაწილეობა 879-მა რესპოდენტმა მიიღო.