რუსეთის ფედერაციის შინაგანი ჯარის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე მომხდარი ბრძოლის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სამთო-ტყიან ადგილზე, რომელიც ჩეჩნეთის ნოჟაი-იურტოვსკი რაიონში მდებარეობს, მომხდარი ბრძოლის დროს, სასიკვდილოდ დაიჭრა ოთხი პოლიციელი. ამ წუთებში საბრძოლო შეტაკება გრძელდება. ძალოვნები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ბანდიტებმა წასვლა ვერ შეძლონ", _ იუწყება რუსული მედიის წყარო.
მისი ინფორმაციით, შეიძლება წინასწარ საუბარი იმაზე, რომ ბანდიტებმაც განიცადეს დანაკარგი.
"მათი ყოფნის ადგილზე აღმოჩენილია გადასახვევი პაკეტები, მედიკამენტები და სისხლის კვალი. არის ვარაუდი იმისა, რომ ბანდდაჯგუფების წევრებს შორის მოკლულები თუ არა, მძიმედ დაჭრილები მაინც არიან", _ იუწყება წყარო.