კავკასიურ სახლში პროექტის - "კავკასიოლოგიური სახალხო უნივერსიტეტი" - ფარგლებში სწავლება თვის ბოლოს დაიწყება და დეკემბერში დასრულდება, რის შემდეგაც მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს.
"პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, კავკასიის კულტური, ეკონომიკური სივრცის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიიის და დემოგრაფიის საკითხებზე. ციკლებად წარმოდგენილი სემინარები ეძღვნება ჩერქეზებს, ჩეჩნებს, დაღესტნის ხალხებს, ინგუშებს, აფხაზებს, ოსებს, ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანლებს. "სახალხო უნივერსიტეტში" ფუნქციონირებს ქართული და რუსული სექტორი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის ორგანიზატორმა ვიკა მაქსიევამ.
პროექტის კიდევ ერთი მიზანია კავკასიელ ხალხებს შორის საერთო კავკასიური ერთობის ერთიანი კულტურულ-მეცნიერული და ეკონომიკური სივრცის შექმნის იდეის დამკვიდრება და პოპულარიზაცია, კავკასიელ ხალხებს შორის ნდობის ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და განმტკიცება.
პროექტის მხარდაჭერები არიან კავკასიური სახლი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო და ევროპული ფონდი "ჰორიზონტი".