ხვალ, 16 თებერვალს, 11სთ-ზე, ქართულ ფარმაცევტულ საწარმოში GMP პრეს-კონფერენციას გამართავს საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგური კომპანიის International Quality Consulting (IQC) აუდიტორი ჟან-ფრანსუა პანსე. ქართული ფარმაცეტული საწარმო " GMP"-ში 2004 წლიდან დანერგილია ხარისხის მართვის სტანდარტი.
საწარმოს უკვე 7 წარმატებული საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი აქვს გავლილი. "ჯი-ემ-პი"-ს მიერ წარმოებული მედიკამენტები ექსპორტზე 2007 წლიდან გადის მსოფიოს უკვე 11 ქვეყანაში. ამჟამად "ჯი-ემ-პი"-ს პრეპარატების რეგისტრაცია მიმდინარეობს საფრანგეთში. ამიტომ ბატონი პანსეს სტუმრობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ევროპაში მედიკამენტის რეგსიტრაციის პროცესი ითვალისწინებს მწარმოებელი ქარხნის სარეგისტრაციო ინსპექტირებას, ხარსიხის მართვისა და პროცესების გადამოწმებას. ქართულ ფარმაცევტულ საწარმოში ხარისხის მართვა პროგრამულადაც ხორცილდება.
ჟან-ფრანსუა პანსე ევროპული რეგისტრაციებისთვის საწარმოში პროცესების პროგრამულ მართვის სტანდარტთან შესაბამისობის კონტროლს ახორციელებს.
GMP აწარმოებს 120-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს. ექსპორტზე უკვე გადის 40-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. 2011 წელს ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ჯამში ექსპორტის მოცულობამ 13 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის მოცულობა მოწმობს რომ საზღვარგარეთ GMP-მ სანდო და გარანტირებული მედიკამენტების მწარმოებლის იმიჯი დაიმკვიდრა, როგორც ექიმებში ასევე მილიონობით წარმატებით ნამკურნალებ პაციენტში.
რეგისტრაციის დასრულება გზას უხსნის ქართულ წარმოების ფარმაცევტული საწარმო GMP-ს პრეპარატებს ევროპის ქვეყნების ბაზრებზე.
პრესკონფერენციის წარუძღვება GMP-ის გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე და International Quality Consulting-ის აუდიტორი ჟან-ფრანსუა პანსე.