თბილისის მერია, გუდაურის განვითარების ფონდი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და სნოუბორდის ფედერაცია პირველად საქართველოში 18-19 თებერვალს გუდაურში FIS-ის კალენდარულ შეჯიბრს უმასპინძლებს.
ტურნირის ჩატარების მიზნით, გუდაურის განვითარების ფონდი და საქართველოს სნოუბორდის ფედერაციის მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საერთაშორისო სათხილამური ფედერაციასთან. გუდაურში მსგავსი სახის საერთაშორისო ტურნირის ჩატარება ხელს შეუწყობს კურორტის პოპულარიზაციასა და ტურისტების მოზიდვას. გუდაურის ღია ჩემპიონატი 19 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნებს შორის არიან: შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სლოვენია, სერბეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, მაკედონია, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ირანი, სასომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. აღსანიშნიშნავია, რომ შეჯიბრში მსოფლიოში ცნობილი სნოუბორდისტები, მათ შორის სლოვენიელი მსოფლიო ჩემპიონი როკ ფლანდერი მონაწილეობს. შეჯიბრი ქალებისა და ვაჟებისათვის 2 დისციპლინაში პარალელურ გიგანტურ სლალომში და პარალელურ სლამომში გაიმართება.ტურნირის ბოლო დღეს მოყვარულ სნოუბორდისტთა შეჯიბრი გაიმართება. მსურველებმა რეგისტრაცია გუდაურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან 19 თებერვალს 09:30 დან 10:30 მდე ტრასის finish-თან უნდა გაიარონ. დღეს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ტურნირთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართეს.