78 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის დადგენის მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას მხარი დაუჭირა.
კომისია სავარაუდოდ დროებითი საპარლამენტო კომისია იქნება და არა საგამოძიებო, თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი ხუთშაბათს მიიღებს.
ხუთშაბათის სხდომაზე დეპუტატები თავად კომისიის შექმნას უყრიან კენჭს და ასევე გადაწყდება, კომისია რა სახის იქნება.
შეგახსენებთ, რომ პრლამენტის რეგლამენტის თანახმად, შეიძლება შეიქმნას ან დროებითი კომისია, ან საგამოძიებო ან მომხსენებელთა ჯგუფი. Uუკვე გადაწყვეტილია, რომ ეს იქნება კომისია და არა მომხსენებელთა ჯგუფი. თუმცა, იქნება თუ არა საგამოძიებო, ეს ხუთშაბათის სესიაზე გაირკვევა.
ზვიად გამსახურდიას სიკვდილის დამდგენი კომისიის შექმნა ფორმალურად `ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას ინიციატივაა. თუმცა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა როგორც უმრავლსობამ, ისე უმცირესობამ.