16 თებერვალს, 17:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში, სიმღერების ავტორთან, ფილოლოგ ნანა კალანდაძესთან შეხვედრა გაიმართება.
საღამო, სახელწოდებით "ტექსტის მნიშვნელობა სიმღერაში", ყოველკვირეული პროექტის - "ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან" ფარგლებში გაიმართება.
"ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision"-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.