ბერძენ წყვილს ქართველი სუროგატის მიერ გაჩენილი ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის უფლებას მისცემენ. ამაზე საჯარო რეესტრთან ზეპირი შეთანხმება უკვე არსებობს. ამჟამად უცხოელი წყვილი საჯარო რეესტრში იმყოფება, სადაც მათ ბავშვის დაბადების მოწმობას გადასცემენ.
ევროკავშირის მოქალაქეები სირთულეებს თებერვლიდან ამოქმედებული კანონის ახალი რეგულაციების გამო გადააწყდნენ. მათ ტყუპი შვილების დაბადების მოწმობას არ აძლევდნენ. როგორც საჯარო რეესტრში ირწმუნებიან, სუროგაციის ცენტრმა, რომელიც ბერძენ წყვილს საქართველოში ეხმარებოდა, სუროგატთან და წყვილთან კონტრაქტი ვადის დარღვევით გააფორმა. თავად სუროგატ დედათა ცენტრის ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ მას კანონი არ დაურღვევია.