იმ პარტიის მიმართ, რომლის ქმედებაც უკავშირდება რუსული ფულის შემოსვლას პოლიტიკაში, კანონი მკაცრი იქნება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბაშვილმა დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "საარჩევნო კოდექსში" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის ინიციტივით გამოვიდა.
"როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე დრაკონული წესებია შემოტანილი, კარგად წავიკითხოთ, ვის წინააღმდეგ არის ეს. ეს არის მხოლოდ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებსაც არ აინტერესებთ კანონით დადგენილი ნორმები და ნებისმიერ გზას ეძებენ, როგორ აუარონ ამათ გვერდი", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსი, რომელიც განაცხადებს, რომ მიუხედავად კანონის შეზღუდვებისა, ის მაინც მოძებნის საშუალებას, როგორ გვერდი აუაროს მას - ეს იქნება მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული.
"იქმნება ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ გამოირიცხოს უკანონოდ ფულის მოძრაობა პოლიტიკურ პროცესებში და ამის შედეგად გამარჯვებული იქნება ერთადერთი - ქართული საზოგადოება. ამიტომ ნურავის აშინებთ, კანონი არის ცალსახა. კანონის თანახმად, პოლიტიკური ფინანსები იქნება გამჭვირვალე და ის არც ერთი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილის და არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული", - პირობას დებს უმრვლესობის წევრი.