მზღვეველი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებასა და დაცვას ფულადი ჯარიმა დაეკისრება.
აღნიშნულთან დაკავშირებით „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ" ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში ცვლილები შევიდა, რომელიც უკვე ძალაშია.
ბრძანების თანახმად, მზღვეველი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მზღვეველის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1 500 ლარის ოდენობით.
ბრძანებაში განმარტებულია, რომ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.