ძლიერი სიცივეების გამო 66 წლის მამაკაცი მოიყინა თბილისში. პაციენტი სტაციონარშია მოთავსებული. მამაკაცს მარცხენა ფეხის ტერფი აქვს მოყინული. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ყინვების გამო მსგავსი ფაქტები ბოლო პერიოდში გახშირდა. ბოლო დღეების განმავლობაში სხეულის გადაციების გამო საქართველოში ორი ადამიანი დაიღუპა.