ეროვნული ფორუმის ლიდერმა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში გაერთიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გუბაზ სანიკიძის თქმით. ეროვნული ფორუმი "ქართული ოცნების" საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვება. უმთავრესი კი "ქართულ ოცნებაში" ფორუმის სრული ინტეგრირებაა.
"მინდა, რომ სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ არანაირ კვოტებზე ჩვენ საუბარი არ გვქონია და არ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ფორუმის ინტეგრაციისაკენ. მოგეხსენებათ ჩვენ ახალი წევრები ვართ. რაც შეეხება ჭორებს რომ კვოტებზე იყო საუბარი, რომ ინდივიდუალურად სამი კაცის მიღება უნდოდათ და ა.შ. ეს არის ჭორები, საბედნიეროდ არ გამართლდა ეს ჭორები, რომელიც პრესაში ვცრელდებოდა. ძალიან ხშირად, როცა ფორუმი გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებით დუმილს ვარჩევთ ხოლმე, ჩნდება ჭორები ჩვენ შესახებ, მადლობა ღმერთს რომ ეს ჭორები არ გამართლდა და ვერც გამართლდებოდა", - განაცხადა სანიკიძემ.