საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მიუხედავად კასპის მაჟორიტარი დეპუტატის კახა კურდღელაშვილის მათი გუნდიდან წასვლისა, იგი მათ მეგობრად მაინც რჩება
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა, კურდღელაშვილმა წასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღო და შესაბამისად მას წინ ევრავინ აღუდგებოდა.
"თავის პირად პოლიტიკურ მომავალს როგორც ჩანს კურდღელაშვილი სხვა პოლიტიკურ გუნდთან ერთად ხედავს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე ჩენი გზები გაიყო, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მასთან პიროვნული ურთიერთობები ძალიან ნორმლაური გვაქვს და მეგობრებად ვრჩებით".
ამასთან, უმრავლესობიდან კახა კურდღელაშვილის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება საორგანიზაციო დეპარტამენტში უკვე შესულია.
კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობას შეუერთდება.