კონტროლის პალატა ფინანსური მონიტორინგის შედეგებზე საუბრობს. კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის განცხადებით, ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" პალატას დოკუმენტაცია დროულად წარუდგინა. ანალიზის შედეგად გაირკვა რომ ორგანიზაციის საქმიანობა არ უკავშირდება პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკოსებს.
"ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა მათი ფიანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომლის ანალიზის შემდეგ დადგინდა რომ ორგანიზაციის კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან არ გამოლინდა. ამ ორგანიზაციას მიღებული აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიზნობრივი გრანტები, რაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და შესაბამისად, მათი ხარჯები არ აღმოჩნდა დაკავშირებული რაიმე პოლიტიკური შინაარსის საქმიანობასთან", - განაცხადა ნათია მოგელაძემ.