არასამთავრობო ორგანიზაცია "რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" კონტროლის პალატას ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
ცნობილი ხდება, რომ რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 19 დეკემბერს 250 000 ლარი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან და ეს თანხა მაშინვე დახარჯა. ამ თანხის დიდი ნაწილი ხელფასებსა და ჰონორარებზე დაიხარჯა, ასევე ამ თანხით დაფარული იქნა გარკვეული სამეურნეო ხარჯებიც და შეძენილი იქნა აპარატურა. ამ ინფორმაციის შედეგად ცნობილი ხდება, რომ სოლიდური ხელფასი მიიღეს რესუბლიკური ინსტიტუტის წევრებმაც, რომელბიც ამავე დროს რესპუბლიკური პარტიის წევრებიც არიან. დავით ბერძენიშვილის ხელფასი 14300 ლარი, ლევან ბერძენიშვილის 15360ლარი, ასევე დავით ზურაბიშვილის 11760 ლარი, ივლიანე ხაინდრავას 15520 ლარი, თინათინ ხიდაშელის 13059 ლარი.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკურ ინსტიტუტს, როგორც რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირებულ ორგანიზაციას კონტროლის პალატამ 8 თებერვალს ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა.