ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჰგონია, რომ ოქრუაშვილი ხელისუფლების გუნდში რჩება, ეს კიდევ ერთხელ ადასრტურებს, რომ ის საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ივანიშვილის განცახდებების შეფასებისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკური რეალობიდან შორს დგომის ფაქტს, ისიც ადასტურებს, რომ მას მუდმივად ჰქონია საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება.
"საქართველოში არჩევნები არც ერთი პროცენტით არ გაყალბდება და თუ ამის მიზეზად უნდა ამის გამოყენება, რომ მიტინგების მობილიზება დაიწყოს, ეს შეუძლია ახლავე გააკეთოს. საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა და არაცვინ არაფერს შეკრებას არ უშლის" - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის პოლიტიკური ნება არ გააჩნია და პირიქით, ყველაფერი გააკეთა რომ სამართლიანი საარჩევნო გარემო ყოფილიყო.
"ჩვენ ვიმუშავეთ ბევრი და შევქმენით ყველა წინაპირობა, რომ გვქონდეს კარგი გამართული საარჩევნო გარემო. ამისთვის წინასწარ მოვიწვევთ საზღვარგარეთიდან ასობით დამკვირვებელს, რომლებიც როგორც წინასაარჩევნო კამპანიას ასევე არჩევნების დღესაც დააკვირდებიან", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა და აქვე დასძინა, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.