საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე მხარს არ უჭერდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო მათი პოლიტიკური გუნდისთვის
როგორც ცისკარიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ხურციძის უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში არ მიღებულა, რადგან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მაჟორიტარი დეპუტატისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გზები უკვე გაიყო.
"ჩვენი პოლიტიკური გუნდის შიგნით შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგარმ ამ ყველაფერზე ერთმანეთთან კოორდინაციით ვმუშაობთ და არა პასიურობით და შემდეგ რაღაც საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქისრებით. ხურციძე არ უჭერდა ისეთ გადაწყვეტილებებს მხარს, რომელიც ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ხურციძემ მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიციების დაფიქისრება დაიწყო მისი უმრავლესობიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად გაფორმდა.