საპარლამენტო უმცირესობის წევრის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძის თქმით, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კურდღელაშვილი "მაღალი ალბათობით" უმცირესობის წევრი გახდება.
კახა კურდღელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო თუმცა როგორც მმართველი ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, აზრთა სხვადასხვაობის გამო იგი უმრავლესობიდან გაირიცხება.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან ხურციძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს, უმცირესობა დაშლის საშიშროების წინაშე დადგა, რადგან რეგლამენტის თანახმად უმცირესობა იქმნება მაშინ თუ მასში შემავალი წევრები უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა რაოდენობის ნახევარზე მეტია.
შესაბამისად ხურციძის გარიცხვის შემდეგ უმრავლესობას გარეთ დარჩენილი დეპუტატების რაოდენობა 24 გახდა, ხოლო საპარლამენტო უმცირესობაში კი სულ 12 წევრია. შესაბამისად მათ მის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი ახალი დეპუტატის დამატება გახდა საჭირო.
უმცირესობის ახალ წევრთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღევანდელი ბიუროს სხდომაზრ გაკეთდება.