"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რეალურად დასამარცხებლად უნდა შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი.
"უნდა შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი ხელისუფლების რეალურად დასამარცხებლად, რომელიც გამოაცხადებდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ექვს თვეში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო ამ ექვს თვეში კი უზრუნველყოფდა რეალურად თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას ეს არის რეალური გამარჯვების საუკეთესო ფორმულა", - აღნიშნულია ბურჯანაძის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ბურჯანაძე მიიჩნევდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის ტაქტიკა სხვანაირი იქნებოდა.
"მეგონა, რომ იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარე¬შე, ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა ხელ¬ი¬ს¬უფ¬ლე¬ბის სატ¬ელ¬იტი პარტ¬იე¬ბისა, შეკ¬რე¬ბდა ერთად, შექმნიდა ხელ¬ი¬ს¬უფ¬ლე¬ბის წინააღმდეგ მებრძოლ, ერთიან ფრ¬ო¬ნტს და ასე¬თი ფო¬რ¬მ¬ით გააგრძე¬ლე¬ბდა ბრძოლას ამ რე¬ჟიმის წინააღმდეგ. ვიმეო¬რე¬ბ: ეს უნდა ყოფილიყო სრულიად ოპოზიციური ერთიანი ფრ¬ო¬ნტი გაერთიანებული ერთადერთი ნიშნით, სადაც იქნე¬ბოდა ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა იმ პარტ¬იე¬ბისა, რომლე¬ბიც ღიად თა¬ნ¬ა¬მ¬შ¬რ¬ო¬მ¬ლ¬ობ¬ენ სააკაშვილის რე¬ჟი¬მთან და შეკ¬რ¬უ¬ლე¬ბი არიან ხელ¬ი¬ს¬უფ¬ლე¬ბა¬სთან! აქ არც ვინმეს პრორუსობა¬ზე ან პროამერ¬ი¬კელ¬ობა¬ზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ იარლიყე¬ბის მიწე¬ბ¬ე¬ბა¬სთან დაკავშირე¬ბ¬ითაც ძალიან ბევრი კითხვა არსე¬ბ¬ობს. დიახ, მთავარი კრიტ¬ერიუმი არსე¬ბული ხელ¬ი¬ს¬უფ¬ლე¬ბის წინააღმდეგ ერთ მუშტად ბრძოლა უნდა ყოფილიყო! ეს ნამდვილად იქნებოდა უზარმაზარი სინერგიის მატარებელი ერთობა, რომელიც საქართველოში თავისუფალი არჩევნების მოპოვებისათვის მშვიდობიან ბრძოლას გაშლიდა როგორც საქართველოს საზღვრებს გარეთ ასევე ქვეყნის შიგნით და წავიდოდა ამ ხელისუფლების დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზეც კი, და ამ შემთხვევაში კი უკვე გარდაუვალი გამარჯ¬ვე¬ბის შე¬მდეგ, ამ ერთიან ფრ¬ო¬ნტს უნდა აეღო ვალდე¬ბუ¬ლე¬ბა, და ექვსი თვის ვადაში დაენიშნა რეალურად თა¬ვ¬ი¬ს¬უფალი და დემ¬ო¬კ¬რ¬ატიული, კონკურე¬ნტუნარიანი გარემოს მქონე ვადამდელი არჩევ¬ნე¬ბი. რათა ამ ხელოვნური ერთობის ნაცვლად, ექვსი თვის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგად, ადამიანებმა არჩევანი უკვე იდეოლოგიურ საფუძვლებზე გააკეთონ", - მიიჩნევს ბურჯანაძე.
"დმეოკრატიული მოძრაობის" ლიდერის აზრით, "ამ ექვს თვეში თა¬ვ¬ი¬ს¬უფლად იქნე¬ბოდა შეს¬ა¬ძლე¬ბ¬ელი იმ ხუთი უმთა¬ვ¬რესი პუნქტის რეა¬ლ¬ი¬ზე¬ბა, რაზეც სახალხო კრე¬ბა ჯერ კიდევ 2010 წლის 29 სე¬ქტ¬ე¬მბ¬ერს საუბრ¬ობდა და რაც აუცილებელია ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად: 1. თა¬ვ¬ი¬ს¬უფალი მედია; 2. თა¬ვ¬ი¬ს¬უფალი ბი¬ზ¬ნესი; 3. თა¬ვ¬ი¬ს¬უფალი სასამართლო; 4. არაპოლიტიკური პოლიცია; 5. თა¬ვ¬ი¬ს¬უფალი და დამოუკიდე¬ბ¬ელი ცე¬ნტრალური საარჩევნო კომისია."
ბურჯანაძის განცხადებით, სწორედ ამის შემ¬დეგ უნდა დანიშნულიყო არჩევ¬ნე¬ბი და ამის მე¬რე უნდა დაეყ¬ოთ ოპოზიცია პრორუსულე¬ბად, პროამერ¬ი¬კე¬ლე¬ბად, პროავსტრალიერებად, არა ქართუ¬ლე¬ბად და ასე შემ¬დეგ.