საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი დატოვებს.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, საუბარია კასპის მაჟორიტარ დეპუტატზე კახა კურდღელაშვილზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ მასსა და მმართველ პარტიას შორის ნორმალური ურთიერთობა იყო ბოლო პერიდოში მათი ხედვები გაიყო და აღნიშნულ საკითხზე კურდღელაშვილს უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი უკვე ესაუბრა.
ამასათან, მაჭავარიანმა არ დააკონკრეტა დღევანდელ სხდომაზე მოხდება თუ არა კასპის მაჟორიტარი დეპუტატის მათი რიგებიდან გარიცხვა.
შეგახსენებთ რომ დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ვანის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან ხურციძის საკითხი განიხილება. ხურციძეს უმრავლესობიდან ოფიციალურად დღეს გარიცხავენ.