ფრაქცია ერთობა სამართლიანობის წევრის ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ხურციძე უმრავლესობის დატოვებას თავადაც აპირებდა.
მისი მტკიცებით, უმრავლესობისთვის ცნობილ გახდა, რომ ხურციძეს ოპოზიციური განწყობები ჰქონდა და წასვლას გეგმავდა მმართველი პარტიიდან.
"უმრავლესობამ ვითომდა დაასწრო და თავად გარიცხა ხურციძე", - აღნიშნა ბაღათურიამ და აქვე დასძინა, რომ მათ ფრაქციას ბუცხრიკიძესთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ერთობა სამართლიანობისთვის ვანის მაჟორიტარ დეპუტატის ფრაქციაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.