ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვისახალი საპარლამენტო უმცირესობის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური ფრაქციის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, ისინი მზად არიან ახალ უმცირესობაში მიიღონ როგორც დღევანდელი უმცირესობის ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ჭეშმარიტი ოპოზიციონერები არიან.
მისივე თქმით, ფრაქცია უკვე შვიდი წევრისგან შედგება, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის ორ წარმომადგენელთანაც. ამასთან, ჯონდი ბაღათურია როგორც საპარლამენტო უმრავლესობას ისე უმცირეოსბის წევრებს პირდება, რომ მათთან გადასვლის შემთხვევაში ყველა წყენას და დაპირისპირებას დაივიწყებენ.
"მოუწოდებთ უმცირესობას, რომ უმრავლესობიდან არ გადაიყვანონ ერთი კაცი იმისთვის რომ მათ უმცირესობა შეინარჩუნონ. ასეთ შემთხვევაში უმრავლესობის კონტროლი მათზე კვალვ გაგრძელდება. ჩვენი მიზანი კი არის ახალი უმცირესობის შექმნა, რომელზეც მართვის სადავეები მმართველ ძალას აღარ ექნება", - აცხადებს ბაღათურია.