15 თებერვალს,12 საათზე, პოლიტიკურ კოალიციაში „ქართული ოცნება", პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენა გამართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. ჯგუფის წევრები ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ესენი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნიათ. 15 თებერვალს წარდგენილი იქნებიან აკადემოიური წრის წევრები, ექსპერტები, ადამიანთა უფლებათა დამცველები, იურისტები და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები.
მასალის გამოყენების პირობები