ძნელია ოფიციალური თბილისიდან გაკეთდეს რაიმე შეფასება ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ქართულ მხარეს სამწუხაროდ დე-ფაქტო კონტროლი არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუფევს განუკითხაობა და სრული უპატივცემულობა კანონის მიმართ. მთლიან სურათზე, კონკრეტულად კი ამ მოვლენებე და ადამიანის უფლებათა დაცვის დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ ძალას - რუსეთის ფედერაციას", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, რუსეთი ერთის მხრივ უკანონოდ იმყოფება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მეორეს მხრივ არ შესწევს უნარი დაიცვას მოსახლეობის უფლებები.