ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს. კახეთში, შემთხვევა საგარეჯოში მოხდა. ინციდენტის დროს 52 წლის გელა ქურხული და მისი სტუმარი 65 წლის თემურ ქოქიაური იმყოფებოდნენ.
"ახალგაჩენილი იყო ცეცხლი, კარებს წიხლი ვკარი და ისეთი ბოლი გამოვარდა, რომ უკან გადამაგდო. ჩემმა მეუღლემ გამოიძახა სახანძრო, რომ მოვიდნენ ისინი უკვე გარდაცვლილები იყვნენ", - განაცხადა მეზობელმა, ნოდარ გრატიშვილმა.
ერთ-ერთი ვერსიით ისინი ნასვამი იყვნენ და ჩაეძინათ, რა დროსაც ცეცხლი გაჩდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.