ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მოიწამლა გაზით. როგორც თვითმხილველები აცხადებენ მაზმიშვილების ოჯახს გაზქურა ჰქონდათ ჩართული, რამაც სავარაუდოდ მათი ინტოქსიკაცია გამოიწვია.
ექიმებს ბებია შვილი და შვილიშვილი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ასაკოვანი ქალბატონის გადარჩენა ვეღარ მოხერდა. შვილი და შვილიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძიმეა 4 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. დედა შედარებით მსუბუქად არის მოწამლული.