დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე, სოლვიტა აბოლტინა ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება, შემდეგ კი დაგეგმილია ბაქრაძისა და აბოლტინას ერთობლივი ბრიფინგი.
დღესვე სეიმის თავმჯდომარე ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს ახალ შენობას გახსნის, რომლის ცერემონიასაც დავით ბაქრაძე დაესწრება.
დაგეგმილია ასევე სოლვიტა აბოლტინას შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან.
14 თებერვალს კი სოლვიტა აბოლტინა საქართველოში ლატვიური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის დასრულებამდე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს. სტუმრები სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმსა და ნიკო ფიროსმანის გამოფენას მოინახულებენ.
ლატვიის დელეგაცია თბილისს 15 თებერვალს დატოვებს.