დღეიდან , 13 თებერვლიდან ყველა საჯარო სკოლაში სწავალის პროცესი აღდგება.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სასწავლო პროცესი როგორც ქალაქების, ასევე ყველა რაიონის საჯარო სკოლაში განახლდება.
მათივე განმარტებით, დიდთოვლობის გამო სწვალის შეტყვეტის დროს გაცდენილი საათები რამდენიმე შაბათის გამოყენების ხარჯზე აღდგება.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს ძლიერი ყინვებისა და დიდთოვლობის გამო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში კვირის ბოლომდე არდადგები განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად გამოცხადდა.