11 თებერვლის ღამე საქართველოში ყველაზე ცივი იყო. სინოპტიკოსების ინფორმაციით, გუშინ ღამით თბილისში -8 და -10 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ყველაზე დაბალი ტემპერატურა შიდა ქართლში დაფიქრირდა, კერძოდ კი წალკაში -26 გრადუსი იყო. ასევე, საგარეჯოში -10 გრადუსი და მარნეულში -11 გრადუსი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში და თბლისში დღესაც თოვლია მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.