გურიაში ძლიერი ყინვების გამო ერთი ადამიანია დაიღუპა. შემთხვევა ოზურგეთში მოხდა. მალაზონიას ქუჩაზე მცხოვრები ალექსანდრე მაროზოვი მეზობლებმა მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში მოყინულობით გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაცით, ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ მაროზოვი გარდაიცვალა.
ამასთან, ოზურგეთის საავადმყოფოში სოფელ ლაითურიდან გია ჩაგანავა გადაიყვანეს, რომელსაც ასევე სხეულის გადაცება აღენიშნება.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.