ბეჟან ხურციძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პალიკო კუბლაშვილმა განუცხადა, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ბოლო 1 წლის განმავლობაში აღარ იღებდა მონაწილეობას არც საპარლამენტო ცხოვრებაში და არც ფრაქციის აქტივობებში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის ყველა დეპუტატი მონაწილეობდეს, როგორც პარლამენტში ყველა პროექტების განხილვაში, ასევე პარტიის აქტივობებში. მათ შორის, მოსახლეოიბის შეხვედრის კუთხითაც. აქედან გამომდინარე, კი ბეჟან ხურციძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღარ არის ჩართული ჩვენს აქტივობაში და შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც აღნიშნულის გათვალისწინებით მივიღეთ", - აცხადებს კუბლაშვილი.
მისივე თქმით, ხურციძის უმრავლესიბიდან გარიცხვა ოფიციალურად უმრავლესობის სხდომაზე გაფორმდება, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.
ბეჟან ხურციძე ვანის მაჟორიტარია. იგი დეპუტატი იყო 1992-1995, 1999-2004, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტში.