თბილისში დღეს ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა. ამათან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
"დღეს ზოგიერთ რაიონში თოვლი შეინიშნება, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში ტემპერატურა დაეცემა. თბილისში მოსალოდნელია - 9 და შესაძლოა 10 გრადუსამდე დაეცეს. ზოგიერთ რაიონში შიდა ქართლში და გორში - 20 გრადუსამდე დაეცეს. 12 თებერლიდან საქართველოში ყინვა გაძლიერდება. ხვალ, დასავლეთში დღისით ტემპერატურა მოიმატებს და +8 გრადუსამდე აიწევს, უნალექო ამინდია 15 თებერვლის ჩათვლით. რასაც ვერ ვიტყვით აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში ხვალ და ზეგ მცირე თოვლია შესაძლებელი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" გვაზავამ
შეგახსენებთ, რომ თბილისში -9 გრადუსამდე დაცემა 3 თებერვალს აღინიშნებოდა.