თბილისის ცენტრალური მაგისტრალებისგან განსხვავევით, თბილისის შემოსავლელ გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება ისევ შეზღუდულია.
ამ დროისათვის ზაჰესი-ლოჭინის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრობა სრულად აკრძალულია.
იმავდროულად, ნავთლუღის დასახლებაში შიდა გზები თოვლისგან გაწმენდილი ამ დრომდე არ არის, არ ყრია ტექნიკური მარილი და გზა მოყინულია.
ანალოგიური ვითარებაა ვარკეთილის მიმართულებითაც, ვარკეთილში მხოლოდ ცენტრალური გზებია გაწმენდილი.