სოფო ჭყონია მოდის ცოცხალი ლეგენდების შესახებ ფილმებს იღებს. როგორც ჭყონია აცხადებს, უკვე 16 დოკუმენტური ფილმი აქვს მზად, რომლებიც, შესაძლოა, საფრანგეთის ერთ-ერთ არხზე გავიდეს.
"საფრანგეთის ერთ-ერთ არხს ჩემი ფილმების ფორმატი და მონაწილე გმირები მოეწონა და თანამშრომლობა სურს. სპონტანურად მომივიდა იდეა, გამომეყენებინა ჩემი კონტაქტები და ჩამეწერა უცხოელი მოდის და ხელოვნების წარმომადგენლები, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. მადამ კარმენი რომ ჩავწერე, 100 წლის იყო. ახლა 102 წლის არის. ის პირველი ქალი კუტურიეა, რომელმაც დააარსა თავისი სახლი პარიზში. თვითონ პატარა ტანის ქალი იყო და მისი მიმდინარეობაც პატარა ქალების ხაზზე იყო. მისი მუდმივი კლიენტი ედიტ პიაფი იყო. ჩემი ერთ-ერთი ფილმი მოდის ცოცხალი ენციკლოპედიის წარმომადგენელზეა, რომელიც შანელის ბიოგრაფიაზე მუშაობდა, ასევე 15 წელი ფრანგული ვოგის მთავარი რედაქტორი იყო", - განაცხადა ჭყონიამ.
აღსანისნავია, რომ სოფო ჭყონიას ფილმში ქართველი მოდელის, თეო კედიას შესახებაცაა მოთხრობილი, რომელიც "დიორის" სახე იყო.