დღეს, 11 იანვარს, 08:30 საათზე, ბათუმში სასტუმრო "ინტურისტში" დაგეგმილია ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის არაოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან.
შეხვედრისას მთავარი თემა, მომავალი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატულად ჩატარება, ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავების აუცილებლობა და უსაფრთხოების საკითხები იქნება.
შეხვედრას დაესწრებიან "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე, "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და სხვა ლიდერები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ს საელჩოში განუცხადეს, შეხვედრას დაესწრებიან, როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.
აშშ-ის საელჩოს მიწვეულთა სრული სია არ აქვს. მათი ინფრმაციით, ამ სიის მოძიება სენატორ მაკკეინის პრესმდივანთან შეიძლება