არასამთავრობო ორგანიზაციები 13 იანვრის ღამეს, საჩხერის რაიონის ცენტრალურ მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ. "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", "პატიმართა დახმარების საქველმოქმედო ფონდი", მოძრაობა "არა", "თავისუფლების სახლი" და "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის ასოციაცია" შინაგანს საქმეთა მინისტრის და გენერალურ პროკურორს მოუწოდებენ, ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საჩხერე-ჭიათურის კუდ-ის ხელმძღვანელ ზურაბ დგებუაძის წინააღმდეგ, თან დართული ფაქტების, დავით კიკნაძის და სხვა დაზარალებულების, რომლებიც მთლიანობაში 15 ადამიანს შეადგენს, ჩვენებების საფუძველზე.
"ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაული შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს შემდეგნაირად: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება - 117-ე მუხლის მე - 7 ნაწილით, თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვა - 143-ე მუხლის მე-2 ნაწილი, უფლებამოსილების გადამეტება - ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლის 3 ნაწილით და 333-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც დღევანდელი კანონმდებლობით, სასჯელის უმაღლეს ზომად განსაზღვრება 15 - დან 25 წლამდე პატიმრობით. მივმართავთ გენერალურ პროკურატურას და შსს-ს, დაუყოვნებლივ გამოძიებულ იქნას აღნიშნულ, პოლიტიკურ დევნაში მონაწილე ე.წ სამართალდამცავების ვინაობა, ბრალეულობა და კანონის ფარგლებში შეეფარდოთ შესაბამისი სასჯელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იკვეთება ხელისუფლების უმაღლეს პირთა ბარლეულობა, რაც დაუსჯელი ვერ დარჩება და ძალიან მალე ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, აღნიშნული ინციდენტისას იდენტიფიცირებულმა სამართალდამცავებმა 15-მდე ახალგაზრდას მიაყენეს სხეულის მრავლობითი მძიმე დაზიანება, გაიტაცეს და იარაღის მუქარით მიაყენეს შეურაცხყოფა.