ხვალ, 13 იანვარს ცესკო საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის საფუძველზე, არჩევნებიდან მერვე დღეს, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს დაამტკიცებს.
შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებას ცესკოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა სჭირდება, რის შემედგაც შესაძლბელი გახდება ოფიციალურად დასახელდეს გამარჯვებული კანდიდატი.
ამ დროისათვის ცესკო-ს წინასწარი ოფიციალური მონაცემებით კადიდატებს შორის უპირობი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამომრჩეველთა 53,41%-მა დაუჭირა მხარი.
სხვა კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება:
ლევან გაჩეჩილაძე - 25,67 პროცენტი, არკადი პატარკაციშვილი - 7,1 პროცენტი, დავით გამყრელიძე - 4,05 პროცენტი, შალვა ნათელაშვილი - 6,55 პროცენტი, გია მაისაშვილი - 0,78 პროცენტი, ირინა სარიშვილი - 0,19 პროცენტი.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებში მონაწილეობა 1 976 208-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ხვალვე ცესკო 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტების შედეგებსაც გაახმოვანებს.