სირიის ქალაქ ჰომსის შემოგარენში 10 ათასამდე ჯარისკაცია მობილიზებული, ისინი ქალაქზე იერიშის მისატანად ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Sky News" ავრცელებს. სამთავრობო ძალების მიერ ქალაქი ჰომსი მცირე ხნის წინ უკვე დაიცხრილა, შედეგად კი 110 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა.
ტელეარხის ინფორმაციით, ქალაქ ჰომსის ახლომდებარე სოფლებში მაცხოვრებელი ადამიანები სამთავრობო ჯარების მასშტაბურ იერიშს ელოდებიან. მათივე ვარაუდით იერიში განხორციელდება ყველა დასახლებულ პუნქტზე, რომელიც ლიბანის საზღვრამდე მდებარეობს.
შეგახსნებთ, რომ სულ გაეროს მონაცემებით, სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ 5 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.