ტელეკომპანია "იმედის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, გიორგი თარგამაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თუმცა მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
"არ გამოვრიცხავ, რომ საქმიანობა პოლიტიკაში განვაგრძო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისა და პატრიარქის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", _ განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, ის, როგორც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, ისე ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს. მისივე თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს და მისი არჩევანი საზოგადოებისათვის ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
"ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პარტიასთან, შესაძლოა, მქონდეს ისეთი ინტენსივობის კავშირი, როგორიც სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან. გარკვეული პოლიტიკური კონტურები დაახლოებით ერთ კვირაში გამოიკვეთება", _ განაცხადა თარგამაძემ.