"დემოკრატიული მოძრაობა" მიესალმება "მეორე არხთან" დაკავშირებით, NDI-ს ინიციატივით გამართულ პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო შეხვედრას "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მეორე არხის" ხელმძღვანელობასთან.
"დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ "მეორე არხის" სათანადო დაფინანსებასა და აღჭურვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როცა "ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი კომპანიები სრულად არიან მონიპოლიზირებული მმართველი პარტიის მიერ და მხოლოდ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ და შეუზღუდავ დაფინანსებას იღებენ".
"ჩვენ მივესალმებით თითოეულ ნაბიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს "მეორე არხის" დაფარვის გაზრდას, მის უკეთესად აღჭურვას, ფორმატის გამრავალფეროვნებასა და მისი ცქერადობის ზრდას, ვინაიდან ვთვლით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაშიA"მეორე არხი" დარჩება მხოლოდ სააკაშვილის ავტორიტარული ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ფასადის შექმნის ერთ-ერთ დეტალად", - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.