დღეიდან საქართველოში ამინდი  კვლავ გაუარესდება. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექს  თოვლის სახით და ტემპერატურის დაცემას ვარაუდობენ. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, მოიმატებს ყინვები.
"დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა - 8, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -10 გრადუსამდე. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშე შესაძლოა ტემპერატურა -28, -29 გრადუსამდე დაეცეს", - განაცხადა გვაზავამ. 
შეგახსენებთ, რომ უამინდომა საქართველოს ტერიტორიაზე კვირაზე მეტია გრძელდება.