დღეს, 10 თებერვალს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სტეფანე ხირსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
სტეფანე ქიზიყელი, სტეფანე ხირსელი, საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. იგი საქართველოში მოსულა VI საუკუნის შუა წლებში ხირსაში (ქიზიყი), აუშენებია მონასტერი. დასაფლავებულია იქვე.
იოანე ზედაზნელის მოწაფეები, ასურელი მამები იყვნენ: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელის, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი.