საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში აშენებული თეთრი წყაროს მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში ახალშობილები მოინახულა და მათ საჩუქრებიც მიუტანა. იგი საავადმყოფოში არსებული პირობებით დაინტერესდა და მედპერსონალს გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება დაზღვევის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სადაზღვევო სისტემა საქართველოში სწარფად უნდა განვითარდეს, რათა დაზღვევის გარეშე არც ერთი ადამიანი არ დარჩეს.
ახალ ჰოსპიტალში ადგილობრივ მცხოვრებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მომსახურებას 100-მდე კვალიფციური სპეციალისტი გაუწევს. კლინიკაში ინტეგრირებულია ამბულატორიული, სტაციონარული, სამშობიარო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბლოკები. თეთი წყაროს საავადმყოფო 15 საწოლზეა გათვლილი და სადაზღვევო კომპანია „ირაომ" მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა მედიცინისა და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე გურამ ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.