პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა", ადასტურებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, "სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა" მზადაა ითანამშრომლოს ივანიშვილის კოალიციასთან.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლს, პირველი დღიდან, მხარს ვუჭერთ და მის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი ემთხვევა "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" მსოფლმხედველობას. მოლაპარაკება მიმდიანარეობს პარტია "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზასთან", ჩვენ გამოვთქვავთ სრულ მზადყოფნას შევუერთდეთ იმ ერთადერთ და უალტერნატივო კოალიციას, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყნის მართვის სადავეებს ჩამოაცილოს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნულია პარტიის "სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა" განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა სალომე ზურაბიშვილთან და მის პარტიასთან სათანამშრომლოდ. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.