პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო შტაბში პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის მე-2 ვადაში იქნება ნაკლები სიარული საზღვარგარეთ, მაგრამ იქნება ხშირი სიარული ჭოპორტში, ფოთში და სხვა რაიონებში, ვინაიდან თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ საქართველო სიღარიბის გარეშე პოლიტიკური სპეკულაცია არ არის.
"მე საქართველო მსოფლიოს გავაცანი, რაც ამ არჩევნებმა უკვე ჩააბეტონა. ამის შემდეგ გლობალურ საკითხებზე საზღვარგარეთ მოლაპარაკებებს გურგენიძე და ნინო ბურჯანაძე გამართავენ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სრული დიდოსტატია", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახალ ინაუგურაციაზე დასწრების სურვილი ძალიან ბერვი ქვეყნის ხელმძღვანელმა გამოთქვა, რაც თავისთავად ქვეყნის მიმართ მათ ინტერსეზე მიუთითებს.