დღეს, 9 თებერვალს სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" თავმჯდომარე ნესტან კირთაძე შვედეთის საელჩოს პირველ მდივანს, პიტერ კაამანს შეხვდა.
"ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს ქვეყნის შიგნით და გარეთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ SIDA -თან _შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან, რომელსაც დიდი ავტორიტეტი, შესაძლებლობა და გამოცდილება აქვს კონფლიქტურ და პოსტ კონფლიქტურ რეგიონებში სხვადასხვა საინტერესო პოექტების განხორციელებაში." - აღნიშნა შეხვედრაზე ნესტან კირთაძემ.
პიტერ კაამანმა უაღრესად დადებითი შეფასება მისცა სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" სამშვიდობო ინიციატივას და კონცეფციას და აფხაზ და ოს ხალხთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების აღდგენისათვის მიმართულ კონკრეტულ პროექტებს, რომელთა შორის განსხვავებულად და ეფექტურად შეაფასა სოციალური და ეკონომიკური მიმართულების კონკრეუტლი პროექტები.
შეხვედრის დასასრულს შვედეთის საელჩომ საქართველოში მზადყოფნა გამოთქვა სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სახლთან ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის, ახალი პარტნიორების მოძიებისა და კონტაქტებისა დამყარებისათვის.
ნესტან კირთაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებთან, საელჩოებთან და საერთა|შორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგძობს.