„ალდაგი ბისიაი" და „სილქნეტი" ერთობლივ აქციას ახორციელებენ. აქციის ფარგლებში Silk TV-ის მენიუში დაემატა „ალდაგი ბისიაის" მოდული, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს სადაზღვევო პროდუქტები და სურვილისამებრ შეიძინოს ჯანმრთელობის, ავტოსა და ქონების დაზღვევა.
„ისინი, ვინც უკვე სარგებლობენ „ალდაგი ბისიაის" ავტო და ჯანმრთელობის დაზღვევით და ამავდორულად, სილქნეტის აბონენტებიც არიან, ავტომატურად გახდებიან PRIORITY CARD-ის მფლობელები და ისარგებლებენ მთელი რიგი ბენეფიტებით"- აცხადებენ „ალდაგი ბისიაიში".
PRIORITY CARD-ის ბარათის მფლობელებს სათანადო სადაზღვევო მომსახურებას გაუწევს პერსონალური მენეჯერი, რომელიც თავად უზრუნველყოფს ვიზიტების ორგანიზებას პირად ექიმთან, სერვის ცენტრში მათ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოემსახურებიან, სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურებას რიგისა და მოლოდინის გარეშე მიიღებენ და რაც მთავარია, მხოლოდ მათთვის შემცირდება ანაზღაურების ვადები.
Silknet-ის ყველა აბონენტი ისარგებლებს სპეციალური ფასდაკლებით შემდეგ სადაზღვევო პროდუქტებზე: ქონების დაზღვევა 15%; ჯანმრთელობა - 20 %; ავტო -10% და ამავდროულად, ექნებათ შესაძლებლობა გახდნენ PRIORITY CARD -ის