"თავისუფალი დემოკრატები" დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკევების მოთხოვნით თბილისის მერიას მიმართავს.
საკრებულოს წევრები წევრები ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე თბილისის მერიას დღეს მიმართავენ ინიციატივით, რომელიც გულისხმობს ზამთრის პერიოდში დედაქალაქში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკევებას.
აღნიშნული ინიციატივა გუშინ, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წამოჭრა.
"მივმართავ გიგი უგულავას, ახლა მაინც იფიქროს ხალხზე და ზამთრის ამ სუსხიან დღეებში, როდესაც თბილისელებს ყველაზე მეტად სჭირდება ელექტროენერგიის მოხმარება გასათბობად, ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადისგან განცალკავების გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა ალასანიამ